19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნი ზ.ხ. პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს.
ინფორმაცია მედიას ბრტალდებულია მამამ, თამაზ ხომასურიძემ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის დაწყებამდე მიაწოდა.
"არ მინდა იშიმშილოს, ბავშვია და მისი შიმშილობა არ შეიძლება. მის ნაცვლად მე ვიშიმშილებ. ასევე მოთხოვნაა, რომ გადადგეს პროკურორი, რომელიც მონაწილეობა საქმის „შეკერვაში“. მან ჩემს თვალწინ ჩაასწორა პოლიციაში ნათქვამი. ნახევარი საათი იჯდა და რაღაცას ასწორებდა, შემდეგ კი ბავშვს ხელი ისე მოაწერინა, რომ არც წააკითხა. ამ პროკურორს სახეზე ვიცნობ“, - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.
არასრულწლოვანი სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოკითხვას, პროკურორის აცილებას და გაუთქმელობის პირობის მოხსნას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები






