"ჩავთვალოთ გამოძიება თავიდან დაიწყო, თვის ბოლოს კონკრეტული პასუხები გვექნება" - მიხეილ რამიშვილი
სამართალი - 14:11, 18 Aug, 2020     1541

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ხელახალი დაკითხვები დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები განახლდა 23 წლის პროგრამისტის სახლშიც. ამის შესახებ “ფორტუნასთან” ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ისაუბრა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყო.

“პროკურატურაში ჩვენი შეხვედრების შედეგი არის ის, რომ გამოძიებას უკვე საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს და ჩავთვალოთ, რომ გამოძიება თავიდან დაიწყო. შესაბამისი მოქმედებები მიმდინარეობს თამარის სახლში. ხელახლა დაიკითხა თეონა თამაზაშვილი. თავიდან ეცნობიან კომპიუტერის და მობილურის მასალებს. ხუთშაბათიდან დაიწყება ინტენსიური შეხვედრები. უახლოეს პერიოდში საქმეში ჩაერთვება ფედერალური ბიურო. თუ არა პროკურატურის გამოძიებას, გეტყვით, რომ ნდობა არის შედეგზე ორიენტირებული. ვნახოთ რა შედეგს დადებენ. უახლოს დღეებში შეხვედრაზე გადაწყდება ევროპიდან მანქანის შესამოწმებელი აპარატურის ჩამოტანის საკითხიც. იგეგმება სპეციალისტიც ჩამოყვანაც. ამიტომ თვის ბოლოს უკვე კონკრეტული პასუხები გვექნება”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვაც მოხდება, რომლებიც, მისივე თქმით, გადაამოწმებენ ადგილზე განხორციელებულ მოქმედებებს. რამიშვილის განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ექსპერტიზაზე საზღვარგარეთ გააგზავნიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42