თიბისი კონცეპტი - ახალი კონცეფცია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:32, 18 Aug, 2020     1303

თიბისი კონცეპტი ახალი კონცეფციაა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, რომელიც მომხმარებელს აქ და ახლა შესაძლებლობას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველი მომსახურების ნაკრები.

თიბისი კონცეპტის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში. პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი მოდელი დაზოგავს მომხმარებლის დროს მისთვის უფრო მნიშვნელოვანი თემებისთვის - საქმისთვის, ჰობისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის.

„თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება უკვე მეორე ათწლეულია ლიდერია და მუდმივად ვითარდება მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად. მსოფლიო ტენდენციები და ბოლო მოვლენები ნათლად აჩვენებს, როგორც ციფრული და დისტანციური არხების მნიშვნელობას, ისე ადამიანთან ურთიერთობის ღირებულებას. სწორედ ამიტომ, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება უფრო მოქნილი, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული და პერსონიფიცირებული რომ ყოფილიყო, მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფორმატი შევიმუშავეთ და მათ ერთი-ერთი ყველაზე მოქნილი - ე.წ subscription, გამოწერის მოდელი შევთავაზეთ. ამ კონცეფციით, ადამიანებს არჩევანის საშუალებას ვაძლევთ - თავად გადაწყვიტონ, რა სჭირდებათ და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღონ პროდუქტებისა და სერვისების მათთვის სასურველი ნაკრები", - ნატა ხურციძე, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი.

ამ ეტაპზე თიბისი კონცეპტი პრემიუმ და ციფრულ ნაკრებებს აერთიანებს. თუმცა, ტრანსფორმაცია საწყისი პროცესია. თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მომხმარებლებს ისეთი სიახლეები შესთავაზოს, რაც მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო გაამარტივებს.


თიბისი კონცეპტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებელი პირად ბანკირს ან კონცეპტის ცენტრს (032 2 27 27 00) უნდა დაუკავშირდეს .






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42