ოთხი დაღუპული და სამი დაშავებული - ფონიჭალაში მომხდარ ავარიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
შემთხვევა - 13:17, 16 Aug, 2020     2827

ოთხი დაღუპული და სამი დაშავებული - მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში მოხდა. გარდაცვლილებიდან ორი არასრულწლოვანია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ორი არასრულწლოვანი ამ დროისთვის მკურნალობას "ნიუ ჰოსპიტალში" განაგრძობს. ერთ-ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მეორე დაშავებულის მდგომარეობა გაცილებით მსუბუქია და შესაძლოა ის უკვე სახლში მალე გაეწეროს.


არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გარდაცვლილი ერთი და იგივე ოჯახის წევრია. გარდაცვლილებს შორის არის 2 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი პირი.


"გუშინ დაახლოებით 11 საათისთვის საღამოს შემოვიდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ბავშვი, ამათგან ერთი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობით მულტიპროფილური დაზიანებებით და მალევე გარდაიცვალა.


მეორე პაციენტი, რომელიც ასევე მრავლობითი დაზიანებებით არის, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და მესამე პაციენტი იყო მსუბუქი და ის უკვე ბინაზე მკურნალობს, გაეწერა," - განაცხადა ექიმმა.


მომხდარის გარემოებებთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, რომ დაშავებულები და გარდაცვლილები, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, იმ მომენტში ქორწილიდან ბრუნდებოდნენ და სახლებში დაბრუნებას აპირებდნენ, ავტომობილში ჩასხდომას აპირებდნენ, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.


ავტომობილის მძღოლთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, "კურიერის" ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42