23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი სპერციალურ ბრიფინგს მართავს. რამიშვილმა მედიას აჩვენა მობილურით გადაღებული კადრები, რომელიცმ ას ადგილობრივმა მიაწოდა. რამიშვილის თქმით, ეს პირი დილით და საღამოს ცდილობდა აღებეჭდა ტერიტორია, სადაც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის მანქანა 5 დღე იდგა.
მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში 5 დღის მანძილზე არ მდგარა.
"მე გარკვეული პერიოდი ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი რამდენად სიმართლეს ამბობდნენ პოლიციელები, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად ძალიან დიდი სიცრუეა. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, არანაირი 5 დღე მანქანა იქ არ მდგარა და ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მაცხოვრებლებზე არის ძალიან დიდი ზეწოლა, ჰყავთ ტერორის ქვეშ, აღმოჩნდა ერთი ადამიანი და 3 დღის ჩანაწერები გააკეთა, თუ როგორ დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილებდა, ამ ნახირს თავსიი მწყემსი, ძაღლი, იქ ავტომობილი არ დგას, არ იდგებოდა იქ 5 დღის განმავლობაში, ამას დრონით გადაღებული ფაქტებიც ადასტურებს", - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






