სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 46 წლის მამაკაცი დააკავეს
სამართალი - 10:29, 15 Aug, 2020     1847

სამეგრელო - ზემო სვანეთში სამართალდამცავებმა სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ - ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 46 წლის მამაკაცი დააკავეს.

უწყების დაკავებულმა პირმა ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ - ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, 1 პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი - თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა. პოლიციამ გ.ჯ. ხობში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს - ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42