ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან - მიხეილ რამიშვილი
სამართალი - 20:38, 14 Aug, 2020     1885

ახალგაზრდა პროგრამისტის საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიმთავარ პროკურატურაში ირაკლი შოთაძესთან და მის მოადგილეებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტები აუცილებლად ჩაერთვებიან.

ადვოკატმა ისაუბრა დაღუპულის დედის ბულინგზეც. რამიშვლის თქმით, ბულინგში ბრალდებული
პროკურორი, მარიამ გოგორელიანი საქმეს ჩამოაშორეს და გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თქვა, რომ პროკურორებს ეთიკის ნორმებისა და სტანდარების შესახებ ტრენეინგებს უტარებენ .

ბაჩალიაშვილების უფლებადამცველი ყვება იმის შესახებაც თუ რა უთხრა დაღუპულის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მას გოგორელიანთან საუბრის შემდეგ.

"პროკურორი აი ასე პირდაპირ ისეთ კითხვებს უსვამდა და ისეთი გარემო შეუქმნა შვილზეც კი უთხრა ბიჭზე, თითქოს და მიანიშნა რომ მეორე შვილი, ხომ ჰყავთ და რა საჭიროა ასეთი აქტიურობა.... და თითქოს ასეთ აქტიურობას არ სჯობს, რომ წახვიდე და შენს შვილზე ილოცოო. ასე ამბობს ქალბატონი თეონა". - აღნიშნავს უფლებადამცველი.

რამიშვილი საუბრობს იმაზეც, რომ პროკურატურას პრეტენზიები აქვს მასთან მიმართებით და აინტერესებს, რამდენია მისი ჰონორარი, საქმეში საიდან ჩაერთო და ა.შ..

"ჩემი ხმის ტემბრი, ხმამაღალი საუბარი არ მოეწონათ და თურმე იქ ქალბატონ თეონას ეუბნება, რომ ეს ძველი ბიჭია. რა შუაშია ძველბიჭობა. რა შუაშია, ჩემზე ის ინფორმაცია, საიდან ჩავერთე საქმეში. ამაზე არის სულ ორიენტირება და რატომ ხელს ვუშლი მე გამოძებას?! ძალიან აინტერესებთ, რატომ მიჩნდება კითხები გამოძიების მიმართ, როდესაც მოწმეები არიან დაკითხული", - თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ბაჩაიაშვილების უფლებადამცველი ამბობს, რომ მხოლოდ შეხვედრები საკმარისი არ იქნება და ამიტომ ითხვენ, რომ ოჯახის ნებისმიერი მოთხოვნა, რაც კანონს შეესაბამება, შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა სიტყვებზე.

"მარტო შეხვედრები არ იქნება საკმარისი, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ და ვითხოვთ შემდეგს - ნებისმიერი ჩვენი მოთხოვნა, რაც კანონის თანახმად არის შესაბამისობაში, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ უკვე ორიენტირებული არამარტო სიტყვებზე, არამედ შედეგზე. ორშაბათს ჩვენ კიდევ უნდა შევხვდეთ. მე ვაპირებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვალაც მივიდე, ოღონდ ქალბატონი თეონა აღარ წამოვა იქიდან გამომდინარე, რომ მას ის გარემო არ მოსწონს. მე კი იქ კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ის შუამდგომლობები, რაც არ დაკმაყოფილდა შსს-მიერ ახლა უნდა გადავამისამართო გენერალურ პროკურატურაში", - ამბობს რამიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42