25 დღის წინ გახსნილი სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსის“ მომხმარებელი უკვე განებივრებულია სხვადასხვა სახის აქციებითა და ფასდაკლებებით. ამჯერად, კვირის აქციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ 5 პოზიციის 12 ბრენდის პროდუქცია.
ლამინატი:
თურქული კომპანია AGT-ს მიერ წარმოებული ლამინატის ფასი „მიჰაუსში“ სულ რაღაც 19 ლარიდან. ფრანგული მწარმოებლის, Alsapan–ის ლამინატის ფასი 26 ლარიდან იწყება. გერმანული ხარისხის Swiss Krono–ს იატაკის საფარის შეძენა – 16.5 ლარიდან შეგიძლიათ, ხოლო ბელგიური THYS–ს ლამინატის ფასი - 21 ლარიდან იწყება.
შპალერი:
სოლიდური ფასდაკლებებია უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა შპალერზეც. ICH - ესპანური ბრენდია და მისი ნაწარმის შეძენა 33 ლარიდან იწყება. იტალიური SSJ–ს ერთი რულონი შპალერის შეძენა კი 14 ლარიდან შეგიძლიათ. თურქული Adawall–ის ულამაზესი შპალერების შეძენა აციის კვირაში 70 ლარადაა შესაძლებელი.
პარკეტი:
ყველაზე ეკომეგობრული, ესტონური „სკანდის“ ხის 1 კვ/მ პარკეტის შეძენა ფასდაკლების კვირაში 79 ლარიდანაა შესაძლებელი.
წყლის ფილტრი:
„ეკოსოფტის“ სამ ეტაპიანი ფილტრაცია, რომელიც აშორებს ნალექს, მიკროორგანიზმებსა და ბაქტერიებს, ამდიდრებს წყალს კალციუმით, რაც ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდას, ასევე აქციაშია და მისი ფასი „მიჰაუსში“ 999 ლარიდან იწყება.
საღებავები:
სნეშკა პოლინური ბრენდია და მისი საღებავების ფასი 2,5 ლარიდან იწყება, ხოლო გერმანული ფეიდალის საღებავი 35 ლარიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. კიდევ უფრო დაბალ ფასად იყიდით, ასევე გერმანული წარმოების ალპინას ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს - 23 ლარიდან.
„მიჰაუსი“ – ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, რომლის 12 000 კვ/მ ფართობზე 60 000–მდე სამშენებლო და სარემონტო პროდუქტია წარმოდგენილი, 17 ივლისს „თბილისის ზღვის პლაზაში“ გაიხსნა. ჰიპერმარკეტში სასურველი პროდუქციის შეძენა როგორც ადგილზე, ისე ონლაინ არის შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები