"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია "მთავარი აქცენტების" ეთერში 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე საუბრობს.
გვარამიას თქმით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქმეში მთავარი ბრალდებული ნიკა ჟვანიაა.
ჩვენი მოკვლევით, ჩვენი გამოძიებით და ჩვენი წყაროების ცნობით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მომარჯვებული საგნის - ე.წ დრინის, გადამწვარი მტკიცებულებების, პროკურატურის ვერსიის შეუძლებლობის და ა.შ. ერთიანობით მივდივართ დასკვნამდე, რომ ამ საქმეში მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ნიკა ჟვანია, რომელიც დღეს მთავარი პასუხისმგებლობის მიღმაა დატოვებული და მისი ბრალი რაში მდგომარეობს, არც ვიცით. იგი დაკითხულია ყველაზე გვიან და მგონი, ერთადერთხელ. გვამი გადაადგილებულია, უფრო სწორედ ჯერ კიდევ სიცოცხლეში არის გადაადგილებული და აქედან მოდის ლაქები წინ და უკან, როგორც ქალბატონმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა. საქმეში ჩარეულია ექიმი, რომელმაც დაასკვნა, რომ ეს ადამიანი ვერ გადარჩებოდა და ამის შემდეგ ხდება გიორგი შაქარაშვილის წყალში ჩაგდება და პრაქტიკულად ასფიქსია ანუ დახრჩობა კვალის მოშორების მიზნით.
ეს არის ისტორია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. ახლა რას იზამს პროკურატურა, არის მისი საქმე. ოღონდ ეს საქმე ამ პროკურატურის მიერ თუ არა სხვა პროკურატურის მიერ აუცილებლად გაიხსნება და ბატონი ჟვანიას პასუხისმგებლობაც მოეჩვენებათ ანიმაციად იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს ხელს აფარებს, - ამბობს ნიკა გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






