აქ და ახლა „ჩირუკას“ წარმოება თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:03, 13 Aug, 2020     1443

თუ გამხმარი ხილი გიყვართ, სუპერმარკეტების ქსელებში „ჩირუკას“ პროდუქცია ალბათ შემჩნეული გექნებათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოყვანილ ვაშლს, ატამს, მსხალს, კომშს და ქლიავს საგანგებოდ თქვენთვის აქ, გორში „კულას“ საწარმოში აშრობენ და სარელიზაციოდ შეფუთვებში ანთავსებენ. ახლა კი უკვე „ჩირუკამ“ თიბისის მხარდაჭერით საკუთარი ახალი საწარმო ააშენა და დანადგარები შეიძინა. შესაბამისად, კომპანია უკვე შეძლებს წარმადობა გაზარდოს და ბაზარზე არსებულ მზარდ კონკურენციასას უპასუხოს.

„ჩვენი ახალი საწარმოს მშენებლობისთვის პანდემიას ხელი არ შეუშლია. დანადგარების ნაწილი უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ, ნაწილი კი საქართველოში შევიძინეთ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ საკუთარი ხილის ბაღები გავაშენოთ და იქ მოწეული ხილის გაშრობა მოვახდინოთ, მანამდე კი საჭირო პროდუქცია მთელი საქართველოდან ჩამოგვაქვს, მაგალითად, ატამს კახეთში ვყიდულობთ და ა.შ. ჩვენთან სეზონის მიხედვით 20-დან 35 ადამიანამდეა დასაქმებული,“ - ამბობს დავით გოგლიძე, „ჩირუკას“ ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი.

კომპანია ხილის თითოეულ სახეობაში ყოველწლიურად 30 ტონამდე ჩირს ამზადებს და რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს. „ჩირუკას“ ბრენდის ქვეშ ჩირის გარდა რამდენიმე სახეობის ჩურჩხელაც მზადდება, ასევე, დაგეგმილი აქვთ ტყლაპის წარმოებაც.

სხვადასხვა ხილისგან დამზადებული ჩირი ერთერთ ყველაზე სასარგებლო ნატურალურ ნუგბარადაა მიჩნეული. თანაც, გამხმარი ხილი ბევრად მეტ ვიტამინს ინარჩუნებს, ვიდრე მაცივარში სეზონურად შენახული. სწორად დაჩირვა კი ხილს ისე ინახავს, რომ მას სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ „ჩირუკას“ ნუგბარი, დროა უკვე დააგემოვნოთ - ის მთლიანად ქართული წარმოების ნატურალური პროდუქტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42