19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეს 3 ტომი დაემატა. მასალები ადვოკატებს გადაეცათ, თუმცა მათ საგამოძიებო ორგანოში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, რაც ნიშნავს, რომ მასალების შინაარსზე ისინი ვეღარ ისაუბრებენ.
ადვოკატები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ახალ მასალებში მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ დევს და გაუთქმელობაზეც ხელი სწორედ ამიტომ მოაწერინეს.
"არანაირი ჩვენება, არანაირი მოწმე, არანაირი ვიდეოგადაღება, დოკუმენტი არ არსებობს იმის, რომელიც დაადასტურებს, რომ ზ.ხ.-ს რაიმე შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან და უფრო მეტიც, მან მიიღო მონაწილეობა შაქარაშვილის მკვლელობაში. ასეთი მსგავსი დოკუმენტი ამ საქმეში არ არის. კიდევ ვიმეორებ, პროკურატურამ შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, რომ საზოგადოებას არ ენახა რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შერაცხა ეს ბრალდება," - ამბობს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.
მასალის გამოყენების პირობები






