თიბისი კონცეპტი - თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:29, 13 Aug, 2020     1337


თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა და აქ, ახლა ის უკვე თიბისი კონცეპტია.

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი კონცეფცია აერთიანებს ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებულ ფორმას, პერსონიფიცირებულ მიდგომასა და მოქნილ სისტემას და ის სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან: გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, მეტი დრო დაუტოვოს საკუთარი თავისთვის და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

„ჩვენი პერსონალური საბანკო მომსახურება ყოველთვის მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე იცვლებოდა და ვითარდებოდა. საამაყოა ის შედეგები, რომელსაც წლების განმავლობაში მივაღწიეთ. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, მიდგომა და კონცეფცია, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. ყველა ადამიანი განსაკუთრებულია სხვებისგან განსხვავებული სურვილებითა და მიზნებით, რაც საბოლოოდ მის უნიკალურ კონცეფციას ქმნის. სწორედ თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს მოვარგეთ ახალი მიდგომა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი მომხმარებელი პერსონალურად მასზე მორგებულ მომსახურებას მიიღებს. წლების მანძილზე ჩვენი სიძლიერე განპირობებული იყო გუნდის თავდაუზოგავი შრომით, მომხმარებლის მიმართ ემპათიურობითა და ლიდერობისკენ სწრაფვის სურვილით. ეს ტრანსფორმაცია ბუნებრივი გაგრძელებაა იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ, რა გვამოძრავებს, რა ღირებულებები გვაქვს და როგორი ძლიერები ვართ ერთად", - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

საწყის ეტაპზე კონცეპტი 2 პროდუქტს აერთიანებს - ციფრულ და პრემიუმ ნაკრებებს.

აქ, ახლა ფიზიკური სივრცე აღარ განსაზღვრავს მომსახურების ხარისხს. თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ვინც ასევე აქტიურად მოიხმარს არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს და ვისაც ურჩევნია დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარშე, დისტანციურად მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო ოპერაციები.

კონცეპტის მომხმარებელთან ურთიერთობის მეორე ფორმატი პრემიუმ ნაკრებია, სადაც ადამიანის სანდო პარტნიორი, შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველი პირადი ბანკირია, რომლის მთავარი ამოცანაც მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება, მისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების, შედეგად კი კმაყოფილებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა.

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებასა და მიზნების განხორციელებას. თიბისი კონცეპტის მომხარებელი სწორედ ისაა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არ ჩამორჩეს თანამედროვე სამყაროს ტენდენციებსა და პროცესებს.

თიბისი კონცეპტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თქვენს პირად ბანკირს, ან დარეკეთ ნომერზე: 032 2 27 27 00





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42