გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი, გამოძიების მხრიდან უფლებადამცველებზე ზეწოლაზე საუბრობს.
როგორც ალექსანდრე კობაიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გააცხადა, მას დღეს საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაურეკა და უთხრა, რომ მასალებს არ ჩაიბარებდნენ საქმეს ჩამოაცილებდნენ.
მისივე თქმით, ეს ზარი დაცვის მხარის მიმართ პირდაპირ ზეწოლას ნიშნავს. თუმცა ალექსანდრე კობერიძე ამბობს იმასაც, რომ დაცვის მხარე საქმის მასალებს არ ჩაიბარებს, შესაბამისად ხელს არც გაუთქმელობის ხელწერილს მოაწერს.
"ფაქტობრივად, დაცვის მხარის მიერ არჩეულ სტრატეგიას ცდილობენ, რომ მუქარით და შანტაჟით მოახდინონ რომ თურმე ჩვენ უნდა მივცუნცულდეთ და მასალები ჩავიბაროთ. კიდევ ერთხელ ვეუბნები მთავარ პროკურატურას და ვინც არიან იქ ე.წ. "მამები" და რომლებიც გეგმავენ ამ მარაზმს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ მასკარადში და არ გვაქვს სურვილი, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, რომ რეალურად დაცვის განხორიელების უფლება არ მოგვეცეს", - ამბობს კობაიძე.
მასალის გამოყენების პირობები






