ნიკა ჟვანიას ადვოკატი: ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, სიმართლეს არ შეესაბამება
სამართალი - 22:43, 10 Aug, 2020     1981

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული მკვლელობა - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის, ნიკა ჟვანიას ადვოკატის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატის, გიორგი ყაველაშვილის თქმით, მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტს განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენების მიცემის პირველივე დღიდანვე ადასტურებდა და აღიარებდა ინციდენტში გარკვეული მონაწილეობის ფაქტს. თუმცა ამას ბრალის ნაწილობრივ ან მთლიანად აღიარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„პირველ რიგში, მინდა, განვმარტო, რომ არავითარი სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა. არც ბრალის აღიარება მომხდარა, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ. ერთ-ერთ ჟურნალისტს განვუმარტეთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენების მიცემის პირველივე დღიდანვე ადასტურებდა და აღიარებდა ინციდენტში გარკვეული მონაწილეობის ფაქტს. თუმცა ამას ბრალის ნაწილობრივ ან მთლიანად აღიარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ის არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ კვალიფიკაციას. ჩვენ განმარტება მივეცით მედიას და შესაძლოა, მათი მხრიდან ესე იქნა ინტერპრეტირებული და აღქმული, რომ ბრალის ნაწილობრივ ან მთლიანად აღიარებას ჰქონდა ადგილი. მსგავსი შინაარსის ან სამართლებრივი ქმედება, ან რაიმე განცხადება პროკურატურის მიმართ ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. ყველაფერი საქმეში არის უცვლელად. მათ შორის ჩვენება, რომელიც სულ პირველად მისცა. ბრალის მიმართ დამოკიდებულებაც და სიახლე ამ თვალსაზრისით არაფერი არ გახდა. ახალი ერთადერთი ის არის, რომ მე ვარ ახალჩართული ამ საქმეში, ვეცნობი საქმის მასალებს. მქონდა კომუნიკაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. ვემზადებით, რომ ბრალთან მიმართულებაში ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია“,- განაცხადა გიორგი ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აანალიზებს ფაქტს, რომ ინციდენტში მონაწილეობისთვის მას გარკვეული სასჯელი დაეკისრება, თუმცა გიორგი ყაველაშვილის განმარტებით, სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური.

„ვთვლით, რომ ტრაგედია, რაც მოხდა, საშინელებაა. ამას არ უნდა დაემატოს ისეთი არასწორი შედეგებით დასრულებული მართლმსაჯულება, რომ ვიღაცა იმაზე მეტად დაისაჯოს, ვიდრე იმსახურებს, თორემ, ჟვანიაც შეგუებულია და აანალიზებს იმ ფაქტს, რომ ინციდენტში მონაწილისთვის მას რაღაც სასჯელი უნდა შეხვდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ მეტი არ უნდა მიიღოს არავინ“, – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ყაველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42