ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და ქვები დაუშინეს - დაშავებულია ერთი მგზავრი
კრიმინალი - 10:32, 06 Aug, 2020     3336
ზუგდიდში, სოფელ ქვალონთან ხელკეტებითა და აგურებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები ავტობუსს თავს დაესხნენ, - დაშავებულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მას ქვა შუბლში მოხვდა.

სატრანსპორტო კომპანია "გლობუსის" წარმომადგნლები თავდასხმას შურისძიებას უკავშირებენ. მათი თქმით, კონკურენტი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის წარმომადგენლები მათ მგზავრებს ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ უსწორდებიან, რომ სამგზავროდ "გლობუსის" ტრანსპორტს ირჩევენ.

"მიზანმიმართული იყო, ეს იყო გამიზნული მძღოლზე, რომ მძღოლი დაბნეულიყო და მომხდარიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. მიჰყავდა 30 კაცი და 30-ვე ადამიანს ემუქრებოდა საფრთხე. რა თქმა უნდა, კონკურენციაა, ჩვენი ავტობუსები არის გამართული, მოწესრიგებული ავტობუსები. ჩვენს კონკურენტებს ეს არ აწყობთ, ამიტომ მიდის ჩვენზე თავდასხმა, ეს არის მეორედ მომხდარი ფაქტი უკვე" - ამბობს ავტოსატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი.

შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ და ავარიაში მოყვნენ, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ცნობისთვის, ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს უკვე მეორედ დაესხნენ თავს. მსგავსი შემთხვევა იმავე კომპანიის კუთვნილ ავტობუსზე 9 ივლისსაც მოხდა.

როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, დაზიანებისა და შემდგომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შს სამინისტომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება სს კოდექსის 187- ე -ნივთის დაზიანებისა ან განადგურებისა და 276-ე - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42