მანქანის დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ხარჯის თავიდან არიდება მარტივადაა შესაძლებელი. მთავარია ყველა რისკი სწორად შეაფასოთ. თიბისი დაზღვევა თქვენს ავტომობილს ყველა სახის რისკისგან დააზღვევს, ამისათვის კი მრავალფეროვან სადაზღვევო ნაკრებებს გთავაზობთ. არჩევანი თქვენზეა - დააზღვიეთ ყველაფერი ან მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა იმ შემთხევებს აზღვევს, როდესაც თქვენი მიზეზით სხვისი მანქანა, ქონება ან ჯანმრთელობა ზიანდება. მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს. თქვენი პასუხისმგებლობის დაზღვევას კი ხელმისაწვდომ ფასად, თვეში 5 ან 10 ლარად შეძლებთ. რაც შეეხება ანაზღაურების ლიმიტებს, ეს დამოკიდებულია შეძენილი ნაკრების ფასზე. თვეში 5 ლარად ანაზღაურების 5 000 ლარიანი ლიმიტი გექნებათ, თვეში 10 ლარად კი 10 000 ლარიან ლიმიტს მიიღებთ.
დაზღვევით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 21 წლის ასაკის ზემოთაა. თიბისი დაზღვევის ციფრულ პლატფორმაზე ნაკრების შეძენას ონლაინ რეჟიმში შეძლებთ. გარდა ამისა, ნაკრებს ყველაზე მეგობრული ბი-ბოტის დახმარებითაც იყიდით.
ავტოავარიის დაზღვევა D1
D1 ნაკრები ყველაზე მთვარი რისკისგან - ავარიისგან დაგაზღვევთ. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ბრალეულობით იქნება გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევა, ამ ნაკრებით ავარიით გამოწვეული მოულოდნელი ფინანსური დანახარჯებისგან იქნებით დაზღვეული. D1 ავტოდაზღვევა აანაზღაურებს ყველა სახის ზიანს თუ ავარიის დროს დაგიზიანდათ თქვენი ავტომობილი, დააზიანეთ სხვისი ავტომობილი ან ქონება ანდაც დააზიანეთ სხვისი ჯანმრთელობა.
სადაზღვევო ნაკრები ყველასთვის ხელმისაწვდომია ვინც არის არანაკლებ 25 წლის, აქვს მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და ჰყავს 2000 წლის ზემოთ გამოშვებული ავტომობილი. თუ თქვენ ამ პირობებს აკმაყოფილებთ, მაშინ ნაკრების შეძენას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში შეძლებთ. სადაზღვევო პოლისი 1 წლიანია და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.
D1 ავტოდაზღვევის ღირებულება ანაზღაურების ლიმიტზეა დამოკიდებული. თუ თქვენ ანაზღაურების 5000 ლარიან ლიმიტს აირჩევთ, ნაკრების ღირებულება 30 ლარი იქნება, ხოლო თუ 10 000 ლარიან ლიმიტზე შეაჩერებთ არჩევანს, თვეში 40 ლარის გადახდა მოგიწევთ.
ავტომინი
ავტომინი ყველაზე მოსახერხებელი, მარტივი და ყველასთვის მისაღები სადაზღვევო ნაკრებია. თიბისი დაზღვევა ავტომინის ნაკრებით საშუალებას გაძლევთ თავად შეადგინოთ თქვენზე მორგებული, ინდივიდუალური სადაზღვევო ნაკრები, სადაც დააზღვეთ მხოლოდ იმ რისკებს, რაც გჭირდებათ.
ავტომინის ყველა ნაკრებში ავტომატურად შედის სხვისი ბრალეულობით მოხდარი ავარიის დაზღვევა. თუ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას თქვენი ბრალი არაფერია, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - ყველა სახის ზიანს ავტომინი აგინაზღაურებთ. ამ საბაზისო პირობით დაზღვევას თვეში 10 ლარიდან შეძლებთ და ანაზღაურების 5 000 ლარიან ლიმიტს მიიღებთ. თვეში 15 ლარის გადახდის შემთხვევაში კი ლიმიტი 10 000 ლარი გექნებათ.
ნაკრები შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ განავრცოთ და ის რისკები დააზღვიოთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, თვეში 5 ლარის დამატებით, საქარე მინას დააზღვევთ, კიდევ 5 ლარის დამატებით სტიქიური მოვლენებისგან იქნებით დაზღვეული. ხანძრის, აფეთქების, საგნების დაცემის, ვანდალიზმისა და ქურდობისგან დაზღვევაც თვეში 5 ლარი ეღირება. ამ ყველაფრის არჩევა შეგიძლიათ ერთად ან ცალ-ცალკე. ნაკრებს თქვენ თვითონ ქმნით და შესაბამისად ბიუჯეტსაც თავად განსაზღვრავთ. თანაც არ დაგავიწყდეთ, ავტომინი უფრანშიზო დაზღვევაა - დაზღვევით გათვალისწინებულ ხარჯებს თიბისი დაზღვევა თქვენი თანამონაწილეობის გარეშე, სრულად აანაზღაურებს. ავტომინის შეძენას სხვა ნაკრებების მსგავსად, ვებგვერდზე შეძლებთ.
ავტოდაზღვევის სრული ნაკრებიავტოდაზღვევის სრული ნაკრები აერთიანებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს და მოიცავს ყველაფერს, რამაც კი შესაძალოა თქვენი ავტომობილი დააზიანოს. ნაკრები ასევე მოიცავს მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის უბედური შემთხვევისგან დაზღვევას. გარდა ამისა, სრულ ნაკრებში თქვენ შეძლებთ კვირის ნებისმიერ დღეს, 24/7-ზე გზებზე ტექნიკურ დახმარების მომსახურების მიღებას და პარტნიორ ორგნიზაციებთან განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით სარგებლობას.
ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რა თქმა უნდა, ყველაზე კომფორტული სადაზღვევო ნაკრებია ყველა მძღოლისთვის, რადგან აზღვევს ყველაფერს და თანაც საუკეთესო პირობებით. მის შეძენას თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე, ონლაინ რეჟიმში შეძლებთ.
თიბისი დაზღვევა ავტომობილის მფლობელებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. თუ ავტოდაზღვევის შეძენას აპირებთ, არჩევანის გაკეთება მარტივია - 2018 წლიდან დღემდე თიბისი დაზღვევა ამ სფეროში უკონკურენტო ლიდერია. ამ დროის მონაცემებით, თიბისი დაზღვევას ავტოდაზღვევის საცალო ბაზრის 30% უკავია და მომხმარებლებს უკვე 5 822 840 მლნ ლარის ზიანი აუნაზღაურა..
მასალის გამოყენების პირობები