საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ აგროპროექტს სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:44, 04 Aug, 2020     1387

4 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკი ნუშის ან ზეთისხილის ბაღის გაშენებისთვის ფერმერებს ახალ აგროპროექტს სთავაზობს, რაც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნით აგროსესხის გაცემას ითვალისწინებს. შეთავაზება გულისხმობს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის „კონსულტანტის“ შრომის ანაზღაურებას. აგროსესხი 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენება / მოვლისთვის საჭირო საბრუნავი სახსრების სრულად დაფინანსებასაც მოიცავს.

აგროშეთავაზების ფარგლებში სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა. აგროპროექტის უპირატესობას წარმოადგენს ბანკის ჩართულობა, რათა ფერმერმა წინასწარ მოიპოვოს კონტრაქტი ადგილობრივ და საერთაშორისო შემსყიდველებთან. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართვის შემთხვევაში შეთავაზებაზე ვრცელდება „დანერგე მომავალისა“ და „იაფი აგროკრედიტის“ საშეღავათო და საგრანტო პირობები.

აგროპროექტი Bar Lev Group-თან პარტნიორობით ხორციელდება. Bar Lev Group წარმოადგენს ესპანურ სანერგე კომპანია Agromillora-სა და ბაღების მენეჯმენტის კომპანია Todoviloს, ასევე ებრაული სარწყავი სისტემების მწარმოებელ კომპანია Netafim-ს.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის ახალი, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ წავახალისოთ აგრობიზნესები და ამ მიზნით მათ ამჯერად ნუში/ზეთისხილის ბაღის გაშენება/მოვლისთვის სპეციალურ პირობებს ვთავაზობთ. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის სრულად ფარავს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე მთლიანად აფინანსებს 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენებისა და მოვლისთვის საჭირო სახსრებს. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს აგრომიმართულების მხარდაჭერას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42