გოგონას დედა აცხადებს, რომ ეს ვერსია პოლიციის გავრცელებულია. თეონა თამაზაშვილი ასევე ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი მას არ სურდა, თუმცა რადგან ხმა გავრცელდა მან ჟურნალისტების შეკითხვას ვრცლად უპასუხა:
" გარდატეხის ასაკი თამუნამ ძნელად გადაიტანა, ამაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ პოლიციამ გაავრცელა და ამიტომ ვიტყვი... ექიმი ვარ, ეს ყოფითი ცხოვრების ნაწილია, ციკლის მომენტი ძალიან ძნელად გადაჰქონდა თამუნას, ამიტომ იმ პერიოდში, აფთიაქში იყიდა დამამშვიდებელი. Facebook-ზე დაწერა, რომელია ყველაზე კარგიო, ვიღაცამ ურჩია "აზალეპტინი" და ბავშვმა თვითნებურად იყიდა და დალია წამალი. რადგან, თავისი ასაკისთვის არ იყო შესაბამისი და არ იცოდა დოზები, ამიტომ ის მოხვდა იაშვილის კლინიკაში. ჩვენ არც ვიცოდით რა იყო, სახლში აღმოვაჩინეთ, ეგ იყო და ეგ.
რომ სდომებოდა ჩემ შვილს სუიციდის მცდელობა, მაშინ ბევრ წამალს დალევდა. ამიტომ ეს ვერსიაც წყალში ჩაუვარდათ" - ყვება დედა, თეონა თამაზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






