ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეს არის მთავარი პრიორიტეტი - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საბერძნეთის ელჩის საპასუხოდ განაცხადა.
"ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრ ქვეყანას უნდა, საქართველოსთან გაიხსნას ცა და დაიწყოს პირდაპირი ფრენები, რადგან საქართველოს არის ძალიან მიმზიდველი და უსაფრთხო, სწორედ იმიტომ, რომ ვართ უსაფრთხოები, ამიტომაც არის ეს მოთხოვნა.
ძალიან ბევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ცდილობს, რომ საკუთარი ქვეყნის ავიახაზები უფრო თავისუფლად დაფრინავდნენ საქართველოში, გვესმის, კომერციულად გაუჭირდათ ავიაკომპანიებს და მათ მომგებიანობაზე ზრუნავენ სახელმწიფოები, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეს არის მთავარი პრიორიტეტი" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საბერძნეთის ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა განაცხადა, რომ უჭირს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების ახსნას და უკვირს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი.
მასალის გამოყენების პირობები