კორონავირუსის პანდემიის აფეთქებამდე, ცნობილი ადამიანები ზარხულის დასვენების დღეების გატარებას ძირითადად საზღვრებს მიღმა ამჯობინებდნენ, თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ისინი საკუთარ ქვეყანაში არიან „ჩარჩენილები“ და შიდა ტურიზმის განვითარებასაც უწყობენ ხელს.
მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა უკვე მოიარა რაჭა, სვანეთი და ბათუმი.

დიზაინერმა მაკა კვიციანმა სვანეთი მოინახულა.

მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ მოიარა როგორც მაღალმთიანი რეგიონები, ასევე ზღვისპირეთი და თელავში გადაღებებზეც ჩავიდა.

ქეთო თოფურიძემ სვანეთი მოინახულა. ასევე იმყოფებოდა ბათუმსა და კახეთში.

სვანეთზე არჩევანი ნინი ბადურაშვილმაც შეაჩერე, შემდეგ გურიაში გადაინაცვლა, მოგვიანებით კი მცხეთას, საოჯახო აგარაკს დაუბრუნდა.

მაკა ასათიანმა ლეჩხუმზე შეაჩერა არჩევანი.

ანუკი არეშიძე და კახა კალაძე შვილებთან ერთად შეკვეთილში ისვენებენ.

მასალის გამოყენების პირობები






