„ზოდი“-მ 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი, ბაზალტი, კირქვა) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება. „ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმოში იწარმოება მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის ქართული ქვები. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 000 000 ლარია, რომლიდანაც 2 500 000 ლარი დაფინანსებულია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. საწარმო, რომელიც 9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, მისი წლიური წარმადობა 50 000 მ2ია. საწარმოში დღეის მდგომარეობით 30მდე ადამიანია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში, მიუხედავად ეკონომიკურ-სოციალური კრიზისისა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ზოდი“-მ საცალო ქსელი გააფართოვა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში, „ზოდი“-ს ქსელს კიდევ ერთი ფილიალი, ამჟამად ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეემატა.
„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა და მისი სამომავლო განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკი ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს გარემოს წახალისებასა და ეკონომიკის განვითარებას. პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობის თანხა ორ მილიონზე მეტ ლარს შეადგენს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
ზოდის შესახებ:
„ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 230-მდე ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება. „ზოდის“ საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით მზადდება ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები