ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია – მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხფეხა არსებას საუკეთესო ყნოსვა და მეხსიერება აქვს, ისიც შეიძლება დაიკარგოს და თავისი ნიჭი, მეძებრობის თვალსაზრისით, პატრონის პოვნისთვის იდეალურად გამოიყენოს.
გიამობობთ ისტორიას 4 თვის ლეკვზე, რომელმაც შინისკენ მიმავალი გზა ვეღარ იპოვა და ამიტომ „გეგმა ბ“–ს მიმართა.
შემთხვევა ტაილანდში, ბანგკოკის ერთ–ერთ დასახლებაში მოხდა. 4 თვის ბუნტერიერი ხიუ, 24 საათის განმავლობაში დაკარგული იყო.
ლეკვის მფლობელი, ხიუსა და თავის სხვა ძაღლებს, უფლებას აძლევს ქუჩაში ითამაშონ, სანამ თავად ერთ–ერთი რესტორნის სამზარეულოში მუშაობს. ხიუ სწორედ ამ დროს დაიკარგა, მან 6 საათი შინისკენ მიმავალი გზის ძებნაში გაატარა, შემდეგ კი ჭკვიანური აზრი მოუვიდა. მან თავის ვეტერინარს კლინიკაში მიაკითხა. ძაღლი ამ კლინიკაში რამდენიმეჯერ საჭირო აცრის გასაკეთებლად ჰყავდა პატრონს მიყვანილი.
კლინიკის შესასვლელთან დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ ნათლად აღბეჭდა ძაღლის საქციელი. ის ყეფს და კარზე თათებით აფხაჭუნებს, რათა შეატყობინოს შენობაში მყოფთ მისი მისვლის შესახებ. ასევე, ჩანს თუ როგორ ზის შესასვლელთან და მოთმინებით ელოდება როდის შენიშნავენ მას. ასეც მოხდა, ექიმის ასისტენტმა ლეკვი შენიშნა, იცნო და შეუშვა კლინიკაში.
დიდი დრო არ დასჭირვებია ლეკვის პატრონთან დაკავშირებას, მას პატრონმა მალევე მიაკითხა.
კლინიკამ თავის Facebook გვერდზე დაწერა ამ ისტორიის შესახებ, რომელსაც ლეკვის ფოტოები და ვიდეოც დაურთო.



მასალის გამოყენების პირობები






