„თუ გაპატია, რომ უყვარხარ - რაა მამული“ - დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა
კულტურა - 11:55, 17 Nov, 2016     6027
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. „ნიუპოსტი“ აქვეყნებს ელა გოჩიაშვილის ცნობილ ლექსს, რომელიც ერთ კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით აღწერს, როგორი შეჭირვებული და, რაც მთავარია, დაუფასებელი იყო გენიალური პოეტი მისი სიცოცხლის ცალკეულ მონაკვეთებში.


ელა გოჩიაშვილი

უარი ეთქვას

გალაკტიონ ტაბიძის განცხადება საქართველოს განათლების კომისარს: "რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაცმელობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ შუამდგომლობა... გამეხსნას კრედიტი... ტანისამოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან...

იმედი მაქვს, მხედველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას.

პატივისცემით: გალაკტიონ ტაბიძე, 1924 წლის 24 მარტი”
განკარგულება: ”უ ა რ ი ე თ ქ ვ ა ს!”

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, შურით მღუარი,
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ”ეთქვას უარი!”

შენი ვალებით პირთამდე სავსემ,
თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,
ჩემგან გაწირულს თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო
თოვლი ირიბი და ალმაცერი.

თუ არ გავერთო შენი გაძლებით,
თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: ”პოეტო, ანტრე!”
მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,
შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე.

კლაკიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა
ფუყე დიდებით ჩამოჟამული,-
თუ არ დაყრუვდა შენს წინაშე, თუ არ დაბრმავდა,
თუ არ დამუნჯდა, - რაა მამული.

უარი ეთქვას გ. ტაბიძეს, როგორც წესია:
მოკვდავს - სასახლე, უკვდავს - ბოსელი;
აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, -
შენი პური და შესამოსელი!

იარე ახლა ფეხშიშველამ... ”გზა არის ცხელი”...
წითლად გაკვალე მარადისობა...
ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,
მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.

პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით, - ”ეთქვას უარი!”
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, - შურით მღუარი.

თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა
დაფნა, საშენოდ შემორკალული,
თუ თვითმკვლელივით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,
თუ გაპატია, რომ უყვარხარ, - რაა მამული...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42