21 ივლისს ამოიწურა ავტომობილების ტექინსპექტირების ბოლო ვადა იმ ავტომფლობელებისთვის, ვისაც ტექინსპექტირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდა. ვინც ამ ვადაში ვერ გაიარა ტექინსპექტირება, მაქსიმალურად უნდა იჩქარონ, რათა თავიდან აირიდონ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც ტექინსპექტირების ვადის გადაცილების გამო შეიძლება დაეკისროს ავტომფლობელს.
როგორც ცნობილია, 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, კარანტინის გამო, ბევრმა ავტომფლობელმა ვერ მოახერხა საკუთარი ავტომობილისთვის ინსპექტირების ჩატარება. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მათ ტექინსპექტირების გასავლელად დამატებით 2 თვის ვადა მიეცათ, რომელიც 21 ივლისს ამოიწურა. შესაბამისად, ყველა ის ავტომფლობელი, რომელმაც ამ 2-თვიან ვადაშიც არ გაიარა ტექინსპექტირება, შესაძლებელია დაჯარიმდეს.
ჯარიმა ასევე შეიძლება დაეკისროს ნებისმიერ იმ ავტომფლობელს, ვისაც ტექინსპექტირება 21 ივლისის შემდგომ უწევთ, თუკი ისინი შესაბამის თარიღს გადააცილებენ.
ასე რომ, დროა გადაამოწმოთ, როდის უწევს თქვენს ავტომობილის ტექინსპექტირება და მოემზადოთ „გრინვეიში“ ვიზიტისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როდის გიწევთ ტექინსპექტორების გავლა და წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი, თქვენთვის სასურველ დროსა და მისამართზე, "გრინვეის" ვებ გვერდის www.umartivesad.ge ან ტელეფონის 2 99 77 77 საშუალებით.
თუ დაკავებული ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ „გრინვეის“ კონსიერჟის სერვისით - თქვენს ავტომობილს კონსიერჟი წაიყვანს, გაატარებს ტექინსპექტირებას და დაგიბრუნებთ უკან.
გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის დადგენილებით, 1 აპრილიდან ამოქმედდა გარკვეული ცვლილებები ტექინსპექტირების წესებსა და სტანდარტებში. გაეცანით ამ ცვლილებებს "გრინვეის“ ვებ გვერდზე და გაითვალისწინეთ ისინი ტექინსპექტირებისთვის მომზადებისას.
როგორც ცნობილია, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით:
1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია
2. სამუხრუჭე აღჭურვილობა
3. საჭით მართვის სისტემა
4. ხილვადობა
5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა
6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება
7. შასი და მისი შემადგენლები
8. სხვა მოწყობილობები
9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი)
10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის”
მასალის გამოყენების პირობები