დავა საქართველოს წინააღმდეგ – ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა. აღნიშნულის შესახებ კონსორციუმის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, არბიტრაჟში სულ ორი სარჩელია შესული. ერთი უშუალოდ ანაკლიის კონსორციუმმა, მეორე კი ბობ მეიერსმა შეიტანა, რომელიც ერთ–ერთი უმსხვილესი მეწილე იყო. შეტანილი სარჩელებით, კონსორციუმი საქართველოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
საქართველოს მთავრობამ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოს სახით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საარბიტრაჟო დავისთვის კომპანია White&Case LLP დაიქირავა.
საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






