"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაკავებულებს გამოძალვასაც ედავებიან.
გამოძალვის ფაქტი ჩანს საქმის მასალებში არსებულ ფარულ ჩანაწერშიც.
საქმის მასალების თანახმად, ლევან ბარათელი, ძმასთან ათანხმებს დეტალებს, როგორ უნდა მოხვდეს მიღებული თანხა ლაშა ბარათელთან.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს ის კობა კვარაცხელია, იგივე "ბაჯუნაა".
არსებული ინფორმაციით, კვარაცხელია და ლევან ბარათელი "კანონიერი ქურდების" დავალებით თბილისში ბიზნესმენებს თანხას სძალავდნენ. ბოლოს კი ბიზბესმენმა შსს-ს ინფორმირება გადაწყვიტა, რის შემდერგადაც დაიგეგმა მათი აყვანის ოპერაციაც.
ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
რაც შეეხება ლაშა ბარათელს - „ჭიას“, ის ერთ-ერთ გავლენიანი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია და ჯანგველაძე-ონიანის კლანის წევრია.
"ჭია" "ქურდად" 2014 წელს როვშან ჯანიევმა აკურთხა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლაშა ბარათელი ამჟამად ესპანეთში იმყოფება.
ნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება.
მასალის გამოყენების პირობები