2002 წლის 23 ივლისს მსოფლიოს საზოგადოება დარწმუნდა, რომ ძველ ზღაპრებში მოთხრობილი ამბები გიგანტურ ზღვის ურჩხულებზე, რომელებიც გემებს ოკეანის ფსკერისკენ მიითრევდნენ, შესაძლოა მართალიც იყო - კუნძულ ტასმანიის სანაპიროზე გამოირიყა გიგანტური მკვდარი კალმარი, რომელიც 250 კილოგრამს იწონიდა, ხოლო მისი საცეცების სიგრძე 15 მეტრი იყო. საინტერესოა, რომ გამოკვლევების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის 200 მეტრის სიღრმეში ცხოვრობდა, მაშინ როდესაც ამ სახის ცხოველების საცხოვრებელი ადგილი ოკეანეს სიღრმეებია. ეს იყო მდედრი, რომელიც სავარაუდოდ თავთხელ წყალში ქვირითის დასაყრელად მიცურდა, თუმცა, დინებამ ის ნაპირზე გამორიყა. ის ამჟამად ტასმანიის მუზეუმშია.

კალმარის გიგანტური ზომები განცვიფრებას იწვევს, თუმცა, არსებობენ მონსტრები, რომელთა არსებობის შესახებ ბიოლოგებმა არაფერი იცოდნენ. დასავლეთ აფრიკაში, გვინეის სანაპიროზე ზღვამ სწორედ ასეთი მონსტრი გამორიყა, რომელსაც ცხადად ეტყობოდა თავი, თათები, კბილები და კუდი. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს მართლაც დღემდე უცნობი სახეობაა.


2008 წლის ივნისში აშშ-ში ლონგ აილენდის სანაპიროზე გამოირიყა მეორე უცნობი ცხოველის ნეშტი. მეცნიერები მას ახლაც იკვლევენ, მაგრამ ზოგი თვლის, რომ ეს გპგანტური კუა, ბაკნის გარეშე.


წყნარ ოკეანეში, ერთერთ სანაპიროზე ჩილელმა მეთევზეებმა იპოვნეს კიდევ ერთი მონსტრი, რომელიც 13 ტონას იწონიდა და სიგრძეში 12 მეტრი იყო. მისი სხეული უკიდურესად გახრწნილი და დაზიანებული იყო და მეცნიერები მისი დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდებიან, თუმცა ზოგი თვლის, რომ ესეც გიგანტური კალმარია.
მონსტრები არამარტო ზღვაში აღმოაჩინეს.
აშშ-ში, ტეხასის შტატში იპოვნა უცნობი ცხოველის გვამი. ფოტოზე მხოლოდ მისი თავია გამოსახული. მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ ის მითიური ჩუპაკაბრაა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ის უკანა თათებზე დადის და რაღაცით რეპტილიასა და დინოზავრს წააგავს. ფეხებზე მხოლოდ სამი დიდბრჭყალებიანი თითი და დიდი წითელი თვალები აქვს.
ჩუპაკაბრა მითიური არსებაა, რომელიც თითქოს ამერიკის დაუსახლებელ ნაწილებში ბინადრობს. გადმოცემის თანახმად იგი შემჩნეული ყავთ პუერტო-რიკოში. ესპანურად სიტყვასიტყვით ნიშნავს „თხის მწოვს“. ეს სახელი მას შეარქვეს მისი ნადირობის სტილის გამო. იგი უტევს ცხოველებს და სისხლს წოვს მათ, ყველაზე ხშირად მისი მსხვერპლი სწორედ თხაა. აღწერილობით, იგი არის საშუალო ზომის ცხოველი, არა უმეტესი პატარა დათვისა, რომელსაც კისრიდან კუდამდე ხერხემლის ძვლები აქვს ამოზნექილი.

მასალის გამოყენების პირობები






