მშობლისთვის თავდადებული პალესტინელი მამაკაცი საავადმყოფოს შენობის მაღალსართულზე აძვრა რათა ფანჯრის რაფიდან ეყურებინა პალატაში მყოფი დედისთვის, რომელიც კორონავირუსის მძიმე სიმპტომებისგან „იტანჯებოდა“.
30 წლის ჯიჰად ალ-სუვაითის არ მისცეს უფლება, რომ დედამისი, რასმა სალემა მოენახულებინა პალატაში, რადგან მას კოვიდ 19-ის ინფექცია დაუდასტურდა. მიუხედავად ვიზიტის აკრძალვისა, ჯიჰადმა გამოიყენა სადრენაჟო მილი და სხვადასხვა სართულებზე არსებული ფანჯრის რაფები, რათა ასულიყო შენობის იმ სართულზე, რომლის პალატაშიც დედა იწვა. ქალს ლეიკემიაც აღმოაჩნდა.
ჯიჰად ალ სუვაითი ყოველ დღე სტუმრობდა დედას მანამ, სანამ იგი ხუთშაბათს არ გარდაიცვალა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა: „ იგი ყოველი დღის უდიდეს ნაწილს სწორედ აქ ატარებდა, აკვირდებოდა ფანჯრიდან დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას შემდეგ რაც დარწმუნდებოდა რომ დედას ეძინა, ქვევით ეშვებოდა.“
ჯიჰადის ძმამ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა: „ დედა კორონავირუსით ინფიცირებამდე, ლეიკემიასაც ებრძოდა. ჯიჰადმა როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ გაიგო, ძალზე გაბრაზდა შოკში იყო, თავს ვერ აკონტროლებდა და ახლაც ნერვიულობს“.


მასალის გამოყენების პირობები






