როდის გაგვასეირნებს ილონ მასკი მიწისქვეშ? (ვიდეო)
ეს საინტერესოა - 18:44, 23 Jul, 2020     2037

კომპანია Boring Company-მ და Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ილონ მასკმა გამოაქვეყნეს ე.წ. "გვირაბების კომპანიის" ახალი რენდერი (იხ. ფოტო). ეს მასკის ბოლო პროექტია - მიწისქვეშა გვირაბების სისტემა, რომელსაც მნახველები ლას-ვეგასის კონფერენც-ცენტრში გადაყვანა შეუძლია.

კომპანიამ თავისი პროექტი ოფიციალურად გასული წლის ნოემბერში გაუშვა, მაგრამ როგორც პირველ საცდელ გვირაბში ვნახეთ, რომელიც Boring-ის შტაბ-ბინასთან ახლოს მდებარეობს, კონცეფცია ჯერ კიდევ არ არის დახვეწილი, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი А პუნქტიდან B-ში დიდი სისწრაფით გადაიყვანოს.

2018 წელს თავის პრეზენტაციაზე, Boring Company-მ წარმოადგინა სამგზავრო კაფსულები, ე.წ. "ციგურებზე", რომელშიც 8-დან 16 ადამიანამდე ეტევა, რომელთაც ამ გვირაბებში სწრაფად გადაადგილება შეეძლებათ.

ამან მნახველებში შოკური ეფექტი გამოიწვია, თუმცა როგორც ჩანს მასკმა იდეა შეცვალა, და "მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილ ავტონომიურ სატრანსპორტო მანქანებზე" და "მიწისზედა ავტოსაგზაო ლიფტების" პროექტებზე გადაერთო, ოდნავ მოდიფიცირებულ Tesla-ებზე, რომლებიც მიწის ქვეშ მაღალი სიჩქარით დადიან, იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე.

სავარაუდოდ, ეს პროექტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სახედ არ გადაიქცევა, რადგან 12 ადგილიან კაფსულაზე დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით მასკმა მოკლე პასუხი გასცა - "მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ჯობია ადანიანი იჯდეს". მისი თქმით, მომავალი ინდივიდუალური საზოგადოებრივი ტრანსპორტისაა. საუბარია 5-7 ადამიანზე.

"ლას-ვეგასის მარყუჟი" არ არის ერთჯერადი აქტი, რომელიც მედიის ყურადღების მისაპყრობად გაკეთდა, კონცეფციის ავტორები ირწმუნებიან, რომ სისტემას შეუძლია ორი გვირაბის მეშვეობით, საათში 4400 ადამიანი გადაიყვანოს 250 კმ/სთ სიჩქარით.

თუმცა, აქ არ არის გათვალისწინებული ის დრო, რომელიც დასჭირდება დიდი რაოდენობის ხალხის კაფსულებში ჩასმას, გადმოსმას და სხვა პროცედურებს, სანამ "ტრანსპორტის" ადგილიდან დაძვრა მოხდება.

ასევე, მასკისვე აღიარებით, დასახვეწია ავტოპილოტის სისტემაც.

მოკლედ, ეს ყველაფერი განსხვავდება იმისგან რაც Boring Company-მ 2018 წელს წარმოადგინა და ეს არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა ფორმითაც მას ჩვენ დღეს ვიცნობთ.

დღეისთვის ლოს-ანჟელესის კონფერენც-ცენტრს წელიწადში 2 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. შესაბამისად, ამ რაოდენობის სტუმრის ჩასმა 5-7 ადანიანის ტევადობის კაფსულებში საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა, იდეის ავტორებს ამ საკითხის გადაჭრის იმედიც აქვთ.

იმედია, ელონ მასკი მიწისქვეშა გვირაბებით არც თუ ისე შორეულ მომავალში გაგვასეირნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42