გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ზაზა ალავერდაშვილს პატიმფრობა შეეფარდა.
საქმის პროკურორის, კონსტანტინე ცაცუას განცხადებით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა. მისი თქმით, საქმეში სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა არსებობს, რითაც დაზარალებულისთვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები დასტურდება.
"საქმეში არსებობს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, გარკვეული სახის მტკიცებულებებს ბრალდების მხარე ელოდება. ექსპერტიზით მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანებები დასტურდება, რაც მას როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულის მხრიდან აქვს მიყენებული", -განაცხადა ცაცუამ.
ცნობისთვის, ზაზა ალავერდაშვილს ბრალი გუშინ წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
მასალის გამოყენების პირობები






