"მომწერე რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ, სად დატოვეთ"- შაქარაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი: ვინ არის ჩქარეული
სამართალი - 15:27, 22 Jul, 2020     5449
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალი ტომიდან ირკვევა, რომ წვეულების ორგანიზატორი და იუბილარი, ანა გაბეჩავა, 19 ივნისის დილით ორ ბრალდებულს წერდა - არასრულწლოვან ლ.შ.-ს და თენგო ბარბაქაძეს.

არასრულწლოვანი ლ.შ. წვეულებიდან ფეხით წამოვიდა, ხოლო თენგო ბარბაქაძე ავტომობილით. ორივე მათგანი არაგვის ხიდთან პირველ დაპირისპირებაში ფიგურირებს „მერსედესის“ ეპიზოდში.

თენგო ბარბაქაძესთან მიმოწერიდან ირკვევა, რომ გაბეჩავა მოითხოვს, მეგობარმა დაუსახელოს ადგილი, სადაც დატოვეს გიორგი შაქარაშვილი. ის ეუბნება ბარბაქაძეს, რომ მშობლებიც ეძებენ დაკარგულ შაქარაშვილს და მალე პოლიციას ჩართავენ.

„ანი გაბეჩავა: მომწერე რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ, ყველა ეძებს ბავშვს, სად დატოვეთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეგ ბავშვი ცოცხალი იპოვონ და თქვენ თუ რომელიმეს ხმა გაგცეთ ცხოვრებაში, ნახავთ. დაურეკე სასწრაფოდ ბიჭებს და მითხრან სად სცემეთ, სად დატოვეთ?

თენგო ბარბაქაძე: არ ვიცი, აზრზე არ ვარ.

ანი გაბეჩავა: გაიგე, თენგო.

თენგო ბარბაქაძე: ჩვენ თბილისსში წავედით.

ანი გაბეჩავა: ნერვებს ნუ მიშლი, ვიცი, რომ გიგას მანქანით იყავით და ცემეთ ის ბავშვები, იმ სახლიდან თავი რომ არ გამოუყვიათ"

ანა გაბეჩავა უკავშირდება არასრულწლოვან ლ.შ.-საც და სთხოვს უთხრას, სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი.

„ანა გაბეჩავა: ბავშვი არის დაკარგული

ლ.შ. : ოთხ კაცს თავი გვაქვს გატეხილი.

ანა გაბეჩავა: ვერ პოულობენ. მისმინე, თუ ვერ იპოვიან, მშობლები პოლიციაში აპირებენ მისვლას. მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ. გიგას მანქანით შენც იყავი?

ლ.შ. : ჩვენ რა ვიცით?

ანა გაბეჩავა: ბავშვები რომ სცემეთ რკინის ჯოხებით, იმ მანქანაში იყავი?

ლ.შ. : მანდ რა მინდოდა, გოგო. თბილისამდე 15 კაცი მომსდევდა

​ანა გაბეჩავა: მისმინე. არ მომატყუო, შენც იჯექი მანქანაში? ხუთი ბავშვი დაიჭირეს, ორი გამოიქცა, ერთი საავადმყოფოში წევს, ძაან უცემიათ. გიგას მანქანით იყვნენ და ერთი ვაბშე უდანაშაულო, გარეთაც არ გამოსულა, ეგ დაიკარგა. ვერ ვპოულობთ. მშობლებმაც გაიგეს და თუ ვერ იპოვიან, ახლა საგურამოში მიდიან. პოლიცია ჩაერევა, არ გეცოდებით საერთოდ?

ლ.შ. : აზრზე არ ვარ საერთოდ ვინაა დაკარგული, ვინაა, რატომ დაიკარგა

ანა გაბეჩავა: ის ბიჭები ვინ მოიყვანა? ჩქარეული და ეგენი?

ლ.შ. : რეებს მეკითხები, აზრზე არ ვარ

ანა გაბეჩავა: გზა ვინ უთხრა, ვინ მოათრია იქ. ეგენი მოვიდნენ და მერე დაიწყეს ჩხუბი".

იუბილარის ხსენებული ჩქარეული საქმის ფიგურანტი არ არის - უცნობია, რატომ ახსენებს ანა გაბეჩავა მას და ვინ არის პიროვნება, გვარად ჩქარეული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილთან და მის თანმხლებ პირებთან „მერსედესის“ შემდეგ „ტოიოტა ქემრი“ მივიდა - სწორედ ამ ავტომობილის მგზავრებს გაურბოდნენ გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.

დამოკიდებელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ექსპერტიზაში არსებული ჩანაწერი ყველა კუნთზე გაშეშების შესახებ მიანიშნებს გარდაცვალების სავარაუდო დროზე. კერძოდ, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გაშეშება სხეულზე ადასტურებს, რომ გარდაცვალებიდან 48 საათიც არაა გასული.

დასკვნაში ამ ჩანაწერს გამოეხმაურა ალექსანდრე გეჯაძე და განაცხადა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. თუმცა დასკვნის შემდგენმა სამხარაულის ბიურომ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი არ იყო შეცდომა.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება.

წყარო: "ფორმულანიუსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42