შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალური დეტალები - ვინ და რატომ ცდილობდა ერთადერთი ვიდეომტკიცებულების გაყიდვას
სამართალი - 11:31, 22 Jul, 2020     2845
კიდევ ერთი ახალი დეტალი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში - ირკვევა, რომ შპს "ელდორადოს" დარაჯმა თვითნებურად მოხსნა სათვალთავლო კამერები, ამოიღო ჩანაწერები და მკვლელობის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების გაყიდვას აპირებდა. მეტიც, დარაჯი, რომელმაც მტკიცებულებებით ღია ვაჭრობა გამოაცხადა, შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს - იქ, სადაც ჩერდებიან აღნიშნული მანქანები, იწყება დევნა და იქ, სადაც დაიმალა ფოტოგრაფი.


დარაჯის, ნუგზარ ოთარაშვილის თქმით, მან ვიდეოკამერები მოხსნა, რადგან უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო და ვინაიდან დარაჯს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, იგი ჩანაწერების გაყიდვას გეგმავდა.

დარაჯი გამოკითხვისას ამბობს, რომ მასთან არავის ჰქონია კომუნიკაცია.

დიახ, მე ვიცოდი, რომ აღნიშნულ კამერებზე ჩაწერილიიყო 2020 წლის 18-19 ივნისს გ.შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგრამ, მაინც ვაპირებდი მათ გასხვისებას, ვინაიდან ჩემთვის უცნობი იყო, რომ მე არ შემეძლო მათი გასხვისება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მე არავინ დამკავშირებია და არ უთქვამს, რომ მისთვის მიმეყიდა ზემოაღნიშნული კამერის შესაბამისი მოწყობილობა ჩამწერთან ერთად - წერია გამოკითხვის ოქმში.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კამერა, რომელიც დარაჯმა მოხსნა, პირდაპირ უყურებდა იმ ხიდს, სადაც გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობრები გარბოდნენ.

ჩანაწერები უკვე წაიღო საგამოძიებო უწყებამ. ნუგზარ ოთარაშვილის დაკითხვის დეტალები შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომშია შეტანილი.

რატომ დააგვიანა გამოძიებამ აღნიშნული ჩანაწერების ამოღება და რა კადრებია ასახული ვიდეომასალებში, ჯერჯერობით უცნობი რჩება.

წყარო: "მთავარი არხი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42