საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას ახალ ფორმატში განაგრძობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:56, 20 Jul, 2020     1531

საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამა “ლიდერატორის“ განხორციელებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას განაგრძობს. შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე ბანკი სტუდენტებს დასაქმების ახალ ფორმატს სთავაზობს. Covid 19-ის პირობებში პროგრამა სრულიად გადაეწყო ციფრულ სწავლებაზე და ის საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის III-IV კურსის სტუდენტებს პროგრამის ახალი, ციფრული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ლიდერატორის ორი პროგრამის - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერების დისტანციურად განხორციელება უკვე დაიწყო. სტუდენტებმა დაასრულეს ტრენინგების ეტაპი და აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, რომელიც მოიაზრებს სრულიად Agile მეთოდოლოგიების გამოყენებას. ლიდერატორის დანარჩენი 7 პროგრამის განხორციელება აგვისტოდან დაიწყება.

„განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ბანკი ზრუნავს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა სტუდენტებს მხარდაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის”,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

სტუდენტური პროგრამა ლიდერატორი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 2014 წელს შეიქმნა. ის სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. 2020-ში დაგეგმილი ლიდერატორის სტუდენტური პროგრამები ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბურია და ის 9 მიმართულებას მოიცავს. ესენია: ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება; ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; კორპორაციული/ საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება; ფინანსური მენეჯმენტი; საცალო საბანკო მომსახურება (RB, SOLO) დაციფრული პროდუქტები; მცირე და საშუალო ბიზნესი. აღნიშნული პროგრამები ბანკის მასშტაბით ჯამში 25 სხვადასხვა მიმართულებას და ბანკის შვილობილ კომპანია Galt & Taggart-ს მოიცავს.

ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია, გრაფიკი არის სტუდენტებზე მორგებული და მოიცავს ტრენინგს. ყველა მონაწილეს ყავს ინდივიდუალური მენტორი, რომელიც სწავლაში და სამუშაოს შესრულებაში მას მხარს უჭერს, რთავს გუნდის საქმიანობაში და უბრუნებს უკუკავშირს. პროგრამების მონაწილეები სხვადასხვა დეპარტამენტებში იღებენ გამოცდილებას როტაციული პრინციპით. პროგრამის ხანგრძლივობა 6-12 თვემდე მერყეობს. ბანკში განხორციელებული სტუდენტური პროგრამების შედეგად 80 საუკეთესო მონაწილე უკვე საქართველოს ბანკის თანამშრომელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42