ვერძი
აიყვანეთ თავი ხელში და ნუ დაელოდებით რომ ვინმე თქვენი ოჯახიდან მოგიბოდიშებთ ან პირველ ნაბიჯს გადმოდგამს. შეეცადეთ დაარეგულიროთ კონფლიქტური სიტუაცია.
კურო
გაუგებრობები თანდათან წარსულს ბარდება და ღრუბლები იფანტება. თქვენს წინ ახალი შესაძლებლობები გადაიშლება, რომლებიც აქტიური მოქმეებისკენ გიხმობენ.
ტყუპები
ეცადეთ არ დანებდეთ უარყოფით განცდებს, რათა სხვებზეც არ მოახდინოთ არასასიკეთო გავლენა. ასევე ნუ დაადანაშაულებთ გარშემომყოფებს, მიიღეთ არსებული სიტუცია და აღიარეთ საკუთარი შეცდომები.
კირჩხიბი
უყურადღებოდ ნუ დატოვებთ დღეს ნურცერთ იდეას რაც გონებაში გაგიელვებთ, შესაძლოა ამ გონებრივ ლაბირინთში რაღაც მნიშვნელოვანი და დიდებული აღმოაჩინოთ.
ლომი
იმისათვის, რომ გაერკვეთ ბუნდოვან ურთიერთობებში, კარგი იქნებოდა ფსიქოლოგიის საკითებით დაინტერესება. ერიდეთ მლიქვნელ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა საჩუქრებით შეეცადონ თქვენს მონადირებას.
ქალწული
შესაძლოა თავი, გაუგებარ რთულ სიტუაციაში ამოჰყოთ, თანაც ისეთ სიტუაციაში,რომელიც თქვენ საერთოდ არ გეხებათ. დარჩით მაყურებლის როლში, ან მოიფიქრეთ გონივრულად როგორ დაეხმაროთ არსებულ სიტუაციას.
სასწორი
დაფიქრდით კიდევ ერთხელ, ნამდვილად გჭირდებათ ის, რისთვისაც იბრძვით და რისი მოპოვებაც გინდათ? გადახედეთ თქვენს რეალობას, იმას რაც გაქვთ და დატკბით ცხოვრებით.
მორიელი
გამარჯვებას წინასწარ ნუ იზეიმებთ. შესაძლოა გქონდეთ ილუზია რომ მიზანს მიაღწიეთ, მაგრამ მალე დარწმუნდებით, რომ მთავარი, საინტერესო ბრძოლა ჯერ წინაა.
მშვილდოსანი
ყველაფერი გაღიზიანებთ და ადგილს ვერ პოულობთ, სასურველია ეს დღე მყუდრო, შინაურულ გარემოში გაატაროთ.
თხის რქა
მიუხედავად მცდელობისა და დიდი ძალისხმევისა, შესაძლოა ვერ მოაგვაროთ არსებული პრობლემები, იფიქრეთ ახალ ტაქტიკაზე და განსხვავებულ მიდგომებზე.
მერწყული
შესაძლოა არავინ დაინტერესდეს თქვენი იდეებით, მაგრამ ნუ დაყრით ფარ-ხმალს, ნუ განაწყენდებით, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისას შეიძლება შეცდეთ. ელოდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს.
თევზები
მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციას და ისეთ საკითხებსა და სფეროებს სადაც კომპეტენცია გაკლიათ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დღის ბოლოს არ დასევდიანდეთ და არ დარჩეთ იმედგაცრუებული.
მასალის გამოყენების პირობები






