ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას სმენია, ხოლო ბევრს უნახავს კიდევაც ულამაზესი ბუნებრივი მოვლენა - ჩრდილოეთის ციალი, მაგრამ მის სამხრეთულ ალტერნატივაზე (ლათ. Aurora Australis), თითქმის არაფერი გაუგიათ. არადა, ცხადია, რადგან არსებობს ჩრდილოეთის ციალი, იარსებრბს სამხრეთისაც.
პოლარული ციალებს ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, ანუ ავრორალურ ოვალებში, ცენტრით პოლუსებზე. ავრორალური ოვალების დიამეტრი წყნარი მზის პირობებში 3000 კვ. მეტრს შეადგენს, დღის მხარეს ზონის საზღვარი მაგნიტური პოლუსიდან 10–16° არის დაშორებული, ღამით — 20–23°. რამდენადაც დედამიწის მაგნიტური პოლუსები გეოგრაფიულს ჩამორჩება ~12°-ით, პოლარული ციალი შეინიშნება 67–70° განედებზე. თუმცა, მზის აქტიურობისას ავრორალური ოვალი ფართოვდება და ქვედა განედებშიც — 20–25° შეიძლება შემჩნევა, ანუ მათი გამოვლინების ჩვეულებრივი საზღვრებიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით.
სამხრეთის ციალი შესანიშნავად ჩანს ავსტრალიის კონტინეტიდან, თუმცა, უკეთესია მას თვალი ადევნოთ ტასმანიასა და ახალ ზელანდიაზე. ამასთან, ამ ციალს ზაფხულშიც შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, როცა ჩრდილოეთს ციალი, ზაფხულის თეთრი ღამეების გამო მხოლოდ ზამთრის სანახაობაა.



მასალის გამოყენების პირობები






