გიორგი შაქარაშვილის საქმე - ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს.
მისი ადვოკატის თქმით, მათ არ აქვთ მასალებზე წვდომა და ამიტომაც ითხოვენ ექსპერიმენტის ახლიდან ჩატარებას.
საქმე ეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომელიც იაკობ ბრეგვაძის მონაწილეობით ერთხელ უკვე ჩატარდა. ამ ექსპერიმენტს უნდა დაედგინა, რის დანახვას შეძლებდა მშენებარე შენობაში დამალული ფოტოგრაფი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ფოტოგრაფის ადვოკატის თქმით, ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს ზუსტად იმ დროსა და გარემოში, როგორიც 18-19 ივნისის ღამეს იყო.
იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება. ადვოკატი ამბობს, რომ მათ გამოძიებასთან კითხვები აქვთ, კერძოდ: რატომ არ ეძლევათ საქმის მასალების გაცნობის საშუალება.
„იაკობი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. ყველამ იცის საქმის მასალები, ჩვენ გარდა. გვაქვს კითხვები გამოძიებასთან. მოვედით, რომ ეს კითხვები გავიაროთ.
კითხვები ეხება იაკობის მიერ მიღებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას. გვაქვს კითხვები ექსპერიმენტთანაც. ესაა დროის შეთანხმების საკითხი - იგივე დროს მოხდეს აღნიშნული, რა დროსაც მოვლენები განვითარდა. გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეოძლო თუ არა, გადამხტარიყო იაკობ ბრეგვაძე და რისი დანახვა შეეძლო იმ ადგილიდან", - ამბობს ირმა ჭკადუა.
მასალის გამოყენების პირობები






