ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი“ გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:32, 17 Jul, 2020     2870

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი“ 17 ივლისს თბილისში ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში გაიხსნა. გახსნის ცერემონია გაიმართა თბილისში, ჯუმბერ ლეჟავას # 22, 14:00 საათზე. მიჰაუსი ოფიციალურად გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვიარების მინისტრმა ნათია თურნავამ, კომპანია მიჰაუსის აღმასრულებელმა დირექტორმა სინგრიტა ურუშაძემ და „ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა მი წაი ციმ.

ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ გახსნას დაესწრნენ მოწვეული სტუმრები, როგორც ბიზნესის, ასევე სახლმწიფო სექტორიდან.

12 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქტი. „მიჰაუსში“ მომხმარებლებს იტალიური, ესპანური, თურქული, გერმანული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში წარმოებული პროდუქტის შეძენა შეეძლებათ.

„ჰიპერმარკეტის გახსნა საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა.

კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის ახალ კონცეფციაზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განხორციელებისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული.

კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 150-მდე ადამიანი დასაქმდა. თითოეული მათგანი ჰიპერმარკეტის ახალი კონცეპტის შესაბამისად გადამზადდა.

R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42