საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სრულიად უფასოდ, მობილურიდან მარტივი კოდის აკრეფით მომენტალურად მიიღოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების მომსახურებების შესახებ. მობილურიდან *303# კოდის გაგზავნით მომხმარებელს შეუძლია:
· შეამოწმოს კომუნალური მომსახურებების მიმდინარე ბალანსი
· მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი
· შეიტყოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ქსელში გეგმიური თუ არაგეგმიური წყვეტის შესახებ და მომარაგების აღდგენის დრო
· დააფიქსიროს მომარაგების წყვეტის შესახებ მონაცემი, ოპერატიულად რეაგირებისთვის
· მოთხოვნის შემთხვევაში გაუგზავნოს საწარმოს მრიცხველის ჩვენება
· სასურველ აბონენტზე დაარეგისტრიროს მობილურის ნომერი
· შეიტყოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი.
*303#-ით მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონისთვის და არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას.
R
მასალის გამოყენების პირობები