თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება.
პროცესზე დაიკითხებიან მოწმეები . ასევე გამოიკვლევენ იმ ვიდეომასალას, რომელიც დიღმის პირველი განყოფილებიდან ამოიღეს.
გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახი ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის საქმეში მტკიცებულებები საკმარისად არის. ისინი ჩოლოიანისთვის სასჯელის მაქსიმალურ ვადას ითხოვენ:
"თავის საქმეზე, განყოფილებაში მყოფი მოწმეები ადასტურებენ, რომ მარიანა ჩოლოიანი აგრესიულად ლაპარაკობდა და ძალით ცდილობდა ჩვენების ჩამორთმევას" - ამბობს ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე
ჩოლოიანის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვე მყოფის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები ლუკა სირაძის დედის ჩვენების გარდა, არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს.
ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. გამოძიება მას ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.
მარიანა ჩოლოიანი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს
მასალის გამოყენების პირობები






