"წავედით მცხეთის მიმართულებით გიორგის მოსაძებნად, მივედით აგარაკზე..." - შაქარაშვილის იმ მეგობრების ჩვენებები, ვინც წვეულებაზე არ იმყოფებოდნენ
სამართალი - 18:56, 15 Jul, 2020     1679

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა - ცნობილი ხდება რა ჩვენებები მისცეს გამოძიებას ფეხბურთელის მეგობრება, რომლებიც წვეულებაზე არ იყვნენ, თუმცა 19 ივნისს დილიდან ეძებდნენ დაკარგულ შაქარაშვილს.

როგორც ერთ-ერთი მეგობრის, ოლეგ ბობოხიძის ჩვენებიდან ირკვევა, მას გიორგის გაუჩინარების შესახებ გურამ ამირხანაშვილმა უამბო. ვინაიდან შაქარაშვილი დილით არ გამოჩნდა, მეგობრები და მისი მშობლები მცხეთაში ჩავიდნენ.

„2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით ღამის ორ საათზე გურამ ამირხანაშვილმა მომწერა და მითხრა, რომ წვეულებაზე მოხდა დაპირისპირება, თუმცა მასში გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი არ მონაწილეობდნენ. გურამი მომიყვა, რომ ვერ დაინახა, სად წავიდა გიორგი - რადგან გიორგი არ გამოჩნდა დილით 08:30-მდე, ამირხანაშვილი დაუკავშირდა დედამისს და აცნობა მომხდარის შესახებ.

მე, დედაჩემი, გიორგის დედა, და, გურამ ამირხანაშვილი და გიორგის მეზობელი წავედით მცხეთის მიმართულებით გიორგის მოსაძებნად. მივედით აგარაკზე და იქ, სადაც გაიქცა გიორგი. ჩვენ მდინარის ნაპირზე მისასვლელ ბილიკზე არ ჩავსულვართ", - ამბობს ოლეგ ბობოხიძე.

გიორგი შაქარაშვილის კიდევ ერთი მეგობარი კი ამბობს, რომ გურამ ამირხანაშვილის მონათხრობზე დაყრდნობით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია მდევრების აკიდებისა და ამირხანაშვილის დამალვის შესახებ. გოგავა ამბობს, რომ ამირხანაშვილი „ტოიოტა ქემრის“ მგზავრებმა ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს თბილისში.

„ავტომობილი მოვიდა, მათ წინ შეჩერდა, რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და გიორგი, გურამი და მათი თანმხლები გაიქცნენ ხიდის მიმართულებით. გურამის გადმოცემით, ის მეორე მხარეს გადავიდა - უკან მიჰყვებოდა გიორგი შაქარაშვილს. ბოლო მომენტში როცა დაინახა, შაქარაშვილი ხიდის ქვეშ მიმავალ ვიწრო გზაზე ჩარბოდა.

გურამი მალევე იპოვეს მდევრებმა და ჰკითხეს, სად წავიდნენ დანარჩენები. შემდეგ ჩასვეს ავტომობილში და წამოიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ", - ამბობს ლუკა გოგავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42