ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი 17 ივლისს თბილისში იხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:22, 15 Jul, 2020     2326

ქართულ ბაზარზე უდიდესი უპირატესობებით შემოდის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“, რომელშიც 21 ქვეყანაში წარმოებულ 60 000–მდე დასახელების პროდუქტს მაღალი კვალიფიკაციის კონსულტანტები წარუდგენენ მომხმარებელს.

ჰიპერმარკეტის შოურუმები და პავილიონები 12 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ის „თბილისის ზღვის პლაზაში“ 17 ივლისს 15 საათზეგაიხსნება.

და მაინც, რა არის პრიორიტეტული ბაზრის ამ სეგმენტში, რითაც სრულიად ახალ სიტყვას იტყვის „მიჰაუსი“?

სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ყოველთვის გვირთულდება შესაფერისი ხარისხის და საჭიროების მასალების მოძიება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს. „მიჰაუსი“ ფართო ასორტიმენტთან ერთად მომხმარებელს სამუშაოების სწორად დაგეგმვაში, შესაბამისი მასალების შერჩევაში დაეხმარება, პავილიონებში შესაძლებლობა ექნება მომხმარებელს, საკუთარი ხელით დაამუშაოს ესათუის მასალა. ამ ყველაფერში მათ „მიჰაუსის“ კონსულტანტები დაეხმარებიან, რომლებიც ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი ბრენდების სპეციალურ ტრენინგებზე დეხელოვნდნენ.

უპრეცედენტო მოცულობის ასორტიმენტისა და სერვისების შემოტანით „მიჰაუსი“ ნამდვილად კომფორტული გარემო იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელიც ერთ სივრცეში შეძლებს თავისი საქმის დაგეგმვას, გეგმების ოპტიმიზებას, შესაფერისი მასალების შერჩევას და შეძენას.

ამას ემატება სპეციალური სივრცეები, სადაც მომხმარებელი საკუთარი ხელით შეძლებს სხვადასხვა სამშენებლო თუ სარემონტო მასალების გამოცდას.

სწორედ ამიტომ, DIY კონცეფციის მიმდევარი მომხმარებლისთვის „მიჰაუსი“ ნამდვილი სურპრიზი იქნება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ჰიპერმარკეტში გაერთიანებულია შოურუმის დეტალები, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს თითოეული პროდუქტის მახასიათებლის და სპეციფიკაციების ნახვა და გამოცდა სწორედ ერთ სივრცეში შეეძლება.

„მიჰაუსის“ ასორტიმენტის ჩამოთვლა ნამდვილად რთული საკითხია, მაგრამ ზოგადი წარმოდეგნისთვის, აქ გაიყიდება ლამინატი, შპალერი, საღებავები, ელექტროხელსაწყოები, აბაზანის აქსესუარები, ცემენტი, ფილები... - პროდუქცია 21 ქვეყნის წამყვანი ბრენდების მიერაა შერჩეული.

უდიდეს ჰიპერმარკეტში მომხმარებლებს ორიენტირება რომ არ გაუჭირდეთ მომხმარებლებს, ტერიტორიაზე განლაგებულია სენსორული მონიტორები, სადაც მარტივადაა შესაძლებელი როგორც პროდუქტების არჩევა ასევე ფასდაკლებული პროდუქტების დათვალიერება და შესაბამისი პროდუქტების ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე პოვნა.

თუმცა, ვიდრე პროდუქციას შეარჩევდეთ, მიდიხართ კონსულტანტთა ჯგუფთან, აცნობთ მათ საკუთარ მიზნებსა და ამოცანებს, ამასობაში პროცესში ინტერიერის დიზაინერიც ჩაერთვება, რომელიც არამხოლოდ შეგარჩევინებთ სასურველ მასალებს, არამედ - 3D გამოსახულებით VR-ის სათვალითაც დაგათვალიერებინებთ მომავალი სახლის ინტერიერს.

სამშენებლო და სარემონტო ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და უამრავი სიახლე შემოდის ქართულ ბაზარზეც. ამიტომ, „მიჰაუსის“ მენეჯმენტი მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს ბლოგპოსტებს რემონტისა და მშენებლობის შესახებ, რჩევებს და DIY პროექტების გზამკვლევებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42