საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 110 ნომრიანი სასტუმრო “აისი“ გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:57, 15 Jul, 2020     1407

15 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „აისი“-ს პარტნიორობის შედეგად თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში 110 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმროში განთავსებული იქნება, ქართული, ევროპული, აზიური რესტორნები, ორი აუზი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი. პროექტის ფარგლებში მოხდა ისტორიული სტატუსის მქონე შენობის - სკოლის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე. ეს კი სასტუმროს ტურისტულ მიმზიდველობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებშიც კი კომპანიამ შეძლო მშენებლობის დაჩაქარებულ ვადებში გაგრძელება და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება. ბანკს COVID 19-ის პირობებშიც არ შეუწყვეტია პროექტის ფინანსური მხარდაჭერა. პროექტის ჯამური ღირებულება 4 500 000 ევროა. სასტუმრო გახსნის შემდეგ 80-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

„საქართველოს ბანკისთვის სასტუმრო ბიზნესი ტურიზმის განვითარების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს. პანდემიამდე ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას, რათა შევამციროთ პანდემიიის შედეგად გამოწვეული ნეგატიური გავლენა. ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას სექტორის განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს არსებული, დიდი გამოწვევის წინაშე“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42