დღეს ლიტერატურული კონკურსი „კალამის“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
კულტურა - 15:10, 15 Nov, 2013     2183

დღეს 15 ნოემბერს, 17:00 საათზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე–3 კორპუსში ლიტერატურული კონკურსის „კალამი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივის“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანაორგანიზატორობით გაიმართება წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც მსჯავრდებულთა 100–მდე ნაწარმოები შევიდა. კრებული პროექტის პარტნიორმა კომპანია „საუნჯემ“ გამოსცა უფასოდ.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „კალამი“ პატიმრებისთვის მიმდინარე წლის 25 ივლისს დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს  მასშტაბით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა მიიღეს. კონკურსის ფარგლებში, მსჯავრდებულებს უნდა წარმოედგინათ ლიტერატურული ნაწარმოებები (პროზაული და ლირიკული). კონკურსის ჟიურის წევრები თავად პატიმრებმა შეარჩიეს. მათ შემოქმედებას მწერლები – დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი და თეონა დოლენჯაშვილი აფასებდნენ.

ღონისძიებას ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს. პრეზენტაციაზე მიწვეულები არიან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ჟიურის წევრები და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42