ვერძი
ნუ დაარღვევთ წესებს და კანონით გათვალისწინებულ ნორმებზე მაღლა ნუ დააყენებთ საკუთარ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერში დამნაშავე ან ვითარების მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეთ.
კურო
მართალია დიდი ხნის პრობლემას მოაგვარებთ, მაგრამ ნუ დაკარგავთ ობიექტურობისა და სამართლიანობის გრძნობას და გაითვალისწინეთ სხვების ინტერესებიც.
ტყუპები
შესაძლოა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ პრობლემები შეგიქმნათ და გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ემოციურ მდგომარეობას და განწყობას სუფთა ჰაერზე გასეირნებით და ბუნებასთან კონტაქტით გაიუმჯობესებთ.
კირჩხიბი
პარტნიორული ურთიერთობები საქმიან სფეროსთან დაკავშირებით დიდ წარმატებებს გპირდებათ. ცისარტყელას ჯადოსნურ ფერებად ამღერებული დღე ზღვა სიხარულითა და სასიამოვნო ადამიანების კეთიგანწყობით გასაჩუქრებთ.
ლომი
პოზიტიური განწყობის ამაღლებისათვის სასიკეთო იქნება მედიტაცია და იოგა. სიხარული და ჰარმონია თქვენი სულის მდგომარეობაა და გარე მოვლენები თქვენს სიმშვიდეს ვერანაირად ვერ დაარღვევს.
ქალწული
ერიდეთ ზედმეტ გადაღლას, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. უფროსი თაობის ადამიანებთან მოსალოდნელია ურთიერთობების დათბობა. მოერიდეთ ამ პერიოდში კრეატიულ და ექსტრავაგანტურ იდეებს.
სასწორი
არის ალბათობა მეტად საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ, რომელიც დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
მორიელი
დაგეგმეთ ყოველი ნაბიჯი და დროა გადახვიდეთ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე. გააანალიზეთ განვლილი გზა და ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. არის ალბათობა გაიგოთ რაღაც ახალი და მოულოდნელი.
მშვილდოსანი
შესაძლოა განგებამ სიურპრიზი შემოგთავაზოთ და მოულოდნელად საჩუქარი მიიღოთ, აგრეთვე შეიძლება სანდო წყარომ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ და დიდი შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდეთ
თხის რქა
საქმიანი შეხვედრების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე და ნუ იქნებით შემთხვევების იმედად, გაუგებრობები თვითონ უნდა მოაგვაროთ და ზოგჯერ პოზიციაც უნდა დათმოთ, მიზნის მისაღწევად მოქნილობა მეტად წაგადგებოდათ.
მერწყული
მოაწესრიგეთ თქვენი პირადი სივრცე, იზრუნეთ ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, დააკონკრეტეთ თქვენი მიზნები, დაალაგეთ თქვენი აზრები გონებაში და მეტი პოზიტივი შეიტანეთ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.
თევზები
გამოიჩინეთ სიმტკიცე ნებისმიერ ვითარებაში და იყავით ის, ვინც ხართ. შესაძლოა საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა თქვენს ცხოვრებაში. განეწყვეთ ოპტიმისტურად
მასალის გამოყენების პირობები






