საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყაზბეგში სასტუმრო „ 360° HOTEL KAZBEGI “ გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:36, 14 Jul, 2020     1203

14 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წახალისების მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ყაზბეგში ახალი სასტუმრო გაიხსნება. „360° HOTEL KAZBEGI“ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება და მასში 37 სასტუმროს ნომერი განთავსდება, სადაც 2 ნომერი შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული. (აქედან 5 ნომერი განკუთვნილია მომსახურე პერსონალისთვის) სასტუმროში ასევე იქნება 60 კაცზე გათვლილი რესტორანი და „ლაუნჯ ბარი“ ტერასებით. აღსანიშნავია, რომ ასევე სასტუმროს ყველა ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სასტუმრო მომავალ წელს სტუმრებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით აუზის, სპა ცენტრისა და საკონფერენციო დარბაზის გახსნასაც გეგმავს. სასტუმრო პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ჯამური მოცულობა 2 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმრო ადგილობრივი ინვესტიციით აშენდა.

„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წახალისებას აგრძელებს. ბანკის ფინანსური ჩართულობით ყაზბეგს კიდევ ერთი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „360° HOTEL KAZBEGI “ შეემატება. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა და მითუმეტეს ტურისტული მიმართულებების ბიზნესისა, რადგან სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სწორედ ტურიზმია. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო ადგილობრივ ინვესტიციას წარმოადგენს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს. გვჯერა, რომ ეს სასტუმრო მალე გადაიქცევა მომხმარებლისათვის საყვარელ ადგილად“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42