თიბისი ღვინის საწარმოებს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:36, 14 Jul, 2020     1325

აქ.ახლა, აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს.

კერძოდ, პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" გაუმჯობესებული პირობებით, ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ, საწარმოს გადაიარაღებისთვის, ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე, საბრუნავი საშუალებებისთვის ყურძნის შესაძენად ისარგებლონ 20 000 ლარიდან - 15 000 000 ლარამდე სესხით. პროექტის განახლებული პირობები ითვალისწინებს აღნიშნული სექტორის 48 თვემდე ვადით, სესხზე დარიცხული წლიური პროცენტის 11% -მდე თანადაფინანსებას და მას ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო უზრუნველყოფს.

სიახლეა ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების მიმართულებითაც. აღნიშნულ სფეროში ჩართულ საწარმოებს წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით ჩაის ნედლეულის შესაძენად. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთწლიანი კულტურების, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, მრავალწლოვანი ბაღების დაფინანსებას.

პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ასევე, გაუმჯობესებული პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/agro-credit-better-conditions

„შეღავათიანი აგროკრედიტი" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანი ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფაა, რაც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

თიბისი უკვე 7 წელია პროექტის პარტნიორია და მის ფარგლებში 11 000-ზე მეტი ფერმერი და გადამამუშავებელი საწარმო დააფინანსა.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42