ადვოკატ მუხრან ღურწკაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არც შაქარაშვილს იცნობდა და არც ანა გაბეჩავას, ვისი დაბადების დღეც იყო.
უფლებადამცველის თქმით, ნაძალადევში მცხოვრები ახალგაზრდა ავტობანზე მას შემდეგ მოხვდა, რაც მას სუფრაზე მყოფი ერთ-ერთი პირი ტელეფონით დაუკავშირდა.
"ავტომობილი დაფიქსირებული იყო სათვალთვალო კამერების მიერ ავტობანზე და ამიტომ დაიბარეს. არ იცნობდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი შაქარაშვილს და არც იმ გოგონას, ვისი დაბადების დღეც იყო. ერთ-ერთი, ვინც სუფრაზე იყო, დაუკავშირდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და იყო გარკვეული კითხვები,"- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.
როგორც ირკვავა, გიგა ბუცხრიკიძესთან ერთად ავტომობილში ბესიკ გობეჯიშვილი, სულხან ბაკაშვილი და მიშა ბეშიძე იმყოფებოდნენ.
ბუცხრიკიძე ირწმუნება, რომ არ ახსოვს კონკრეტულად ვინ დაურეკა მას წვეულებიდან და ვინ თხოვა დახმარება.
გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გიორგი შაქარაშვილის მეგობრებიც, თუმცა მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






