ექიმებმა მამაკაცის შარდის ბუშტიდან 60 სანტიმეტრიანი ტელეფონის დამტენის კაბელი ამოიღეს. 30 წლის მამაკაცმა ექიმებს მას შემდეგ მიმართა, რაც მან მუცლის არეში იგრძნო ტკივილები გასულ კვირას. უცნობია თუ როგორ აღმოჩნდა მავთული კაცის შარდის ბუშტში, თუმცა ექიმებს მიაჩნიათ, რომ დამტენი ან გადაყლაპა პაციენტმა ან სექსუალური სიამოვნებისთვის იყენებდა მას გარკვეული აქტის განსახორციელებლად.
მამკაცის განცხადებით, მას ჰქონდა აგრეთვე ყურსასმენების გადაყლაპვის გამოცდილებაც. შარდის ბუშტის სკანირების შედეგად ექიმებმა ამჯერად ეკრანზე დააფიქსირეს დახვეული მავთულები.
ექიმები პაციენტს ორი დღის განმავლობაში საფაღარათო მედიკამენტს ასმევდნენ, რათა კუჭის ტკივილი შემსუბუქებოდა. ოპერაციას 5 ექიმი ატარებდა 45 წუთის განმავლობაში ინდოეთში, გუვაჰატის საავადმყოფოში, ჩრდილოეთ ინდოეთში. პაციენტს მუცელი გაუჭრეს და ყოველგვარი გართულებების გარეშე ამოუღეს დამტენის მავთული. მამაკაცმა 3 დღე გაატარა საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






