"მე პოლიტიკური პატიმარი ვარ" - განაცხადა გრემელაშვილი.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ გრემელაშვილი იარაღის დემონსტრირებით და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ცოლსა და შვილებს.
"აღიარებდა მხოლოდ ვაჟს და გოგონებს უზღუდავდა ყველა უფლება მოსილებას. იარაღის მუქარით მოითხოვდა მათგან სახლის დატოვებას. ადგილი ჰქონდა ჰაერში სროლის ფაქტსაც. რამაც, ოჯახის წევრებს გაუჩინა შიში, რომ განზრახვას სისრულეში მოიყვანდა", - ამბობს პროკურორი.
რაც შეეხება იარაღს, პროკურორის, ნატო ბურთიკაშვილის განმარტებით, მისი სახლიდან ამოღებულია როგორც გაფორმებული, ასევე გაუფორმებელი, კალაშნიკოვის ტიპის მოქმედი იარაღი და 105 ვაზნა. მისივე თქმით, გრემელაშვილის მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.
ბრალდებული დვოკატი გრემელაშვილისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებასა და დამატებითი საპროცესო იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.
პროკურატურა დაკავებულს ხუთ ეპიზოდში - ოჯახში ძალადობას, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






