შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ ინციდენტის ღამეს ტოიტოა ქამრის მანქანაში მსხდომი ექვსივე პირი მკვლელობაში ბრალდებულად ცნონ.
"ველოდებით როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო. ეს გახლავთ ტოიოტა ქამრიში მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ეს უმძიმესი შედეგი, ექვსივე მათგანი. ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებაში",- აცხადებს გარდაცვლილის ბიძა.
მისივე თქმით, ოჯახის პოზიცია იქნება კატეგორიული და ისინი დაელოდებიან, თუ როდის წარედგინება ბრალდებულებს დამძიმებული ბრალი.
„კვალიფიკაცია, რომელიც პროკურატურამ უკვე შემოგვთავაზა, ბუნებრივია კარგია და სწორი კვალიფიკაცია. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას 109-ე მუხლით და შესაბამისად ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის მკვლელობის გამო“, - განაცხადა ნიკოლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






